Sesam Street 323b, 4010, Norway

We’re open Monday – Friday, 8 a.m. – 7:30 p.m. EST

ხშირად დასმული კითხვები

ძირითადი კითხვები და პასუხები:

უსაფრთხოა თუ არა ონლაინ შესყიდვების სისტემა?

ჩვენი საიტის ონლაინ შესყიდვების სისტემა სრულიად უსაფრთხოა. ჩვენ ვზრუნავთ თქვენს მიერ შეკვეთის განხორციელებისას წარმოდგენილი ინფორმაციის დაცვასა და კონფიდენციალურობაზე.

საიტის უსაფრთხოებასა და Toysale-ს ონლაინ მაღაზიაში შეკვეთის განხორციელებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით მეილზე: contact@toysale.ge

როგორ ვნახო ჩემს კალათაში დამატებული პროდუქტების სია?

თუ გსურთ რომ შეამოწმოთ თქვენი კალათა, დააჭირეთ „კალათა“-ს გამოსახულებას ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში. ამის შემდეგ თქვენ მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ არჩეული პროდუქტების მოდიფიკაცია, შეკვეთის რაოდენობის გაზრდა და არჩეული პროდუქტების წაშლა. ცვლილებების შესანახად დააჭირეთ „განახლება“-ს.

როგორ დავამატო სათამაშოები ჩემს კალათას?

თქვენს კალათაში პროდუქტების დასამატებლად საჭიროა გადახვიდეთ თქვენთვის საინტერესო გვერდზე რომელზეც განთავსებულია სასურველი პროდუქტი და დააჭიროთ „კალათაში დამატება“-ს. თქვენს კალათაში შეგიძლიათ დააფიქსიროთ არჩეული პროდუქტის რაოდენობა და განაგრძოთ შეკვეთის განხორციელება.

როგორ წავშალო სათამაშოები ჩემი კალათიდან?

იმისთვის, რომ წაშალოთ პროდუქტი თქვენი კალათიდან, საჭიროა მონიტორის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭიროთ „კალათა“-ს გამოსახულებაზე . ეს საშუალებას მოგცემთ იხილოთ თქვენს კალათაში დამატებული ყველა პროდუქტი. არასასურველი პროდუქტის წასაშლელად უნდა დააჭიროთ გამოსახულებას „წაშლა“. ცვლილებების შესანახად დააჭირეთ „განახლება“-ს.

როგორ გამოვიყენო ჩემი ანგარიში საიტზე www.toysale.ge?

თუ თქვენ უკვე შეიძინეთ პროდუქტი www.toysale.ge-ზე, თქვენ უკვე გაქვთ მიმდინარე ანგარიში სისტემაში. იმისთვის, რომ შეხვიდეთ სისტემაში მონიტორის მარჯვენა ზედა კუთხეში უნდა დააჭიროთ გამოსახულებაზე „ჩემი ანგარიში“ და შემდეგ „შესვლა“-ს. საიტი გადაგამისამართებთ გვერდზე სადაც შესაბამის გრაფებში უნდა შეიყვანოთ ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი, რომელიც რეგისტრაციის დროს გამოიყენეთ.  თუ დაგავიწყდათ პაროლი დააჭირეთ „პაროლის აღდგენა“-ს და განახლებულ პაროლს მიიღებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე. იდენტიფიცირების შემდეგ შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი მონაცემები ან განახლების გარეშე განაგრძოთ შესყიდვის პროცესი.

როგორ გადავიხადო შეკვეთის ღირებულება?

გადახდის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერი ქართული და უცხოური საბანკო ბარათების საშუალებით ბარათით:  Visa, Master Card და American Express.

ელ-ფოსტით დაკავშირება

თუკი შეკითხვა გაგიჩნდათ – info@toysale.ge